LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო პროექტი “i-Portunus” ხელოვანთა მხარდსაჭერ კონკურზე მონაწილეებს საქართველოდან ელის

111
167213396-1295526654181053-1377014910258810477-n

ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა  ევროკავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპის” მიერ დაფინანსებული პროექტის – ხელოვანთა მობილობის მხარდამჭერი კონკურსის მთავარი მიზანია.

მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებს, 15 აპრილის ჩათვლით, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ხელოვანთა მობილობის კონკურსში და მოიპოვონ დაფინანსება.

კონკურსი ევროკავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპის” მიერ დაფინანსებული პროექტის – i-Portunus ფარგლებში გამოცხადდა.

რა არის კონკურსის 2021 წლის მთავარი თემა, რა მიზნებს ემსახურება პროექტი, ვინ არიან კონკურსის მხარდამჭერები და რა ეტაპების გავლა მოუწევს ხელოვანს, რომელსაც კონკურსში მონაწილეობა სურს – თათა სადრაძის გადაცემაში “არტ Fm” ევროკავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპის” “საქართველოს დესკის” ხელმძღვანელმა ქეთევან შენგელიამ ისაუბრა.

“თუ ხართ ხელოვანი, მუშაობთ მუსიკის, ან კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, დაინტერესებული ხართ უცხოელ ხელოვანებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ვორკშოპებში მონაწილეობით, ან გსურთ საკუთარი პროექტის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაცია, 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ხელოვანთა მობილობის კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

მისივე თქმით, მობილობა “შემოქმედებითი ევროპის” 41 წევრ ქვეყანაში განხორციელდება.  პროექტის – i-Portunus ფარგლებში, კონკურსი ხელოვანთა მხარდასაჭერად 2019 წლიდან ტარდება და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიმართულებით ცხადდება.

2021 წელს კონკურსის მთავარი თემა მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობაა.

ქეთევან შენგელიას განმარტებით, პროექტი გულისხმობს როგორც ხელოვანთა ფიზიკურ მობილობას (სხვა ქვეყანაში ვიზიტს სხვადასხვა ვორკშოფში, კონფერენციებში მონაწილეობის მიზნით და სხვ.), ასევე, რიგ შემთხვევებში, ვირტუალური ან შერეული მობილობის ფორმებს.

ქეთევან შენგელიას განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ასევე დამოუკიდებელ ხელოვანს “შემოქმედებითი ევროპის” მონაწილე ნებისმიერი ქვეყნიდან. მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
კონკურსის პირობებისა და განაცხადის ფორმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: i-Portunus (i-portunus.eu)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 15 აპრილია.” – განაცხადა ქეთევან შენგელიამ.

“საქართველოს დესკის” ხელმძღვანელის თქმით, კონკურსს ორგანიზებას უწევენ: გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და კულტურული ინიციატივების პლატფორმა “იზოლაცია”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები