LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

299
გამოცდებიი

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. აპლიკანტებს მიღებული ქულების ნახვა online.naec.ge-ზე შეუძლიათ.

შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 93 333, რომლის საფასურიც 50 თეთრია.

ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან მხოლოდ  ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე დაიწყება და 23 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან).

პოპულალურები