LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთო სია ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი იქნება – ნათელაშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე

121
BeFunky-collage

“შექმნილ ვითარებაში საერთო სია იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი,”-  ასე ეხმაურება  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს გუშინ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.

ნათელაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო შექმნის იდეას არ იზიარებს. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად პოლიტიკურმა სპექტრმა სპექტრმა მოახერხა გაერთიანება იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო.

„ვფიქრობ, რომ ამ სურვილს კეთილშობილური მოსაზრებები უდევს საფუძვლად, მაგრამ პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა გაერთიანება იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო. შედეგები გრანდიოზულია, გადავანგრიეთ მაჟორიტარული მძარცველური სისტემა პოლიტიკურ იერარქიაში. განთავისუფლებულია პოლიტპატიმართა დიდი უმრავლესობა და ამავდროულად, ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას. საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან კვლავ ორ პოლუსად დაყოს პოლიტიკური სივრცე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს. იმედია, მთელი პოლიტიკური სპექტრი ასეა განწყობილი და ამ განცხადების ავტორიც შეცვლის თავის პოზიციას შექმნილი ვითარების ღრმა ანალიზის შემდეგ. ისტორიულად, სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები