LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთოდ არ ვარ გასწორებულში, არც გამხარებია, არ უგია პასუხი 20 ივნისზე: მაკო გომური გახარიას გადადგომაზე

116
FORTUNA.GE- (15)

“რაც აქამდე იყო – ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა – იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ ,”მთავარის’’ სათქმელს.” – 2019 წლის 20 ინვისის დარბევის შედეგად დაზარალებული მაკო გომური, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ეხმიანება.

მაკო გომური სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს, რომ გახარიას თანამდებობიდან გადადგომა არ უხარია, რადგან ამის მიზეზი არ აქვს:

“საერთოდ არ ვარ გასწორებულში. არც გამხარებია, რავი მიზეზი არ მაქვს მაგის.

არც 20 ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.

რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ ,”მთავარის’’ სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს.
მადლობა. ნახვამდის.” – წერს მაკო გომური.

პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, გაუმართლებელია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. ის ამბობს, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

პოპულალურები