LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა იტალიას მიბაძა: სახლები აქაც 1 ევროდ იყიდება

203
dl-a00116868-1

საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში სახლები და მიწის ნაკვეთები 1 ევროდ იყიდება. საუბარია რუბესა და შან-დიუ-ბულის პროვინციებზე. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Idealista ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ფრანგულმა ხელისუფლებმა ეს გადაწყვეტილება იტალიის კვალდაკვალ მიიღო.

Idealista.it-ის ინფორმაციით, სახლები იყიდება რუბეს პროვინციაში ბელგიის საზღვართან. ამ ადგილას 2,5 ათასი მიტოვებული სახლია. გარიგების მთავარი პირობაა, რომ ახალმა მფლობელმა სახლი უნდა გაარემონტოს და 5 წლის განმავლობაში არ უნდა გაყიდოს.

რაც შეეხება მიწებს, ის 1 ევროდ შან-დიუ-ბულის კომუნაში იყიდება, სადაც იშვიათი ბუნებაა და ქალაქის ქაოსისგან თავის დაღწევის კარგი შესაძლებლობაა.

წყარო: Idealista.it

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები