LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში იხვებმა ხმამაღლა ყიყინის უფლება მოიპოვეს

193
17

დაქსის კომუნის სასამართლომ იხვებს, რომლებსაც მეზობელი უჩიოდათ ყიყინის უფლება მისცა. ამის შესახებ Independent-ი იუწყება. როგორც ცნობილია, მეზობელი ძალიან შეწუხდა იხვების ხმაურით და მათ სასამართლოში უჩივლა. მეზობელი აცხადებდა, რომ ისინი არ აძლევდნენ ძილისა და მოსვენების საშუალებას. ის ვერც საკუთარი ბაღით ტკბებოდა და მეტიც, ფანჯარასაც კი ვერ აღებდა.

”იხვებმა გაიმარჯვეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არ მსურდა ჩემი იხვები დამეხოცა,”-თქვა იხვების მეპატრონემ, ფერმერმა, დომინიკ დოუტმა, რომელსაც თავის ფერმაში 60 იხვი და ბატი ჰყავს. 

სასამართლოს განჩინებით, იხვების ხმაური დასაშვებ ზღვარს არ სცდება, ნორმის ფარგლებშია, ასე რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ იყიყინონ.

 

საფრანგეთის სასამართლოში არაერთი სარჩელი დაფიქსირებულა ფრინველების შემაწუხებელი ხმაურის გამო. მაგალითად 2017 წელს, მამლის პატრონის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მეზობლებმა შეიტანეს.

სასამართლო საქმეს 2017 წლის გაზაფხულიდან განიხილავდა. მაშინ მორისის მხარდასაჭერად ორი ონლაინ პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელი თითქმის 155 000 ადამიანმა მოაწერა. პირველი სასამართლო პროცესი 2019 წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მასზე არც ერთი მხარის წარმომადგენელი არ მივიდა. ამიტომ განაჩენის გამოტანა 5 სექტემბრამდე გადაიდო.

ამ შემთხვევაშიც საქმე ფრინველის გამარჯვებით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები