LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციას გადაუხდიან

147
a136e23e274ccc16cdf2f74e67a16a68dde2a194

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციას გადაუხდიან. ფრანგმა ეპისკოპოსებმა ეს გადაწყვეტილება 9 ნოემბერის კონფერენციაზე მიიღეს. ეპისკოპოსები ამისათვის სპეციალურ ფონდს შექმნიან და კომპენსაციის ოდენობასაც განსაზღვრავენ. ფინანსური სანქცია დაეკისრება იმ სასულიერო პირებს, რომლებიც პასუხისიმგებლები არიან ძალადობაზე.

შეხვედრას, რომელსაც 120 ეპისკოპოსი ესწრებოდა, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლურდში გაიმართა. კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებით, კომპენსაციას მიიღებს ნებისმიერი პირი, რომელიც სექსუალური ძალადობის დროს არასრულწლოვანი იყო და მსხვერპლად არის აღიარებული.

მედიასთან საუბრისას, ეპისკოპოსებმა განაცხადეს, რომ პირადად დაუკავშირდებიან სექსულური ძალადობის მხვერპლ ადამიანებს, რომ კომპენსაცია შესთავაზონ.

საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია მსხვერპლთათვის ფულის გადახდას 2020 წლიდან დაიწყებს.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მანამდე გერმანიის, შვეიცარიისა და ბელგიის კათოლიკურმა ეკლესიებმაც მიიღეს.

ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო 20 წელია სპეციალური კომისია ფაქტებს სწავლობს, მათ 3 ათასამდე ადამიანს ჩვენება უკვე ჩამოართვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები