LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში შავი პანტერა საცხოვრებელი სახლში შევდა [ვიდეო]

349
773x435-cmsv2-2a991b47-55da-5527-a6a1-0a7b372fafe7-4170154

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან მოსახლეობამ შავი პანტერა შეამჩინა.

მაშველებმა ამის შესახებ შეტყობინება ქალაქ არმენტესიდან დილის 6 საათზე მიიღეს.

პანტერა მას შემდეგ დაიჭირეს, რაც მან ფანჯრიდან საცხოვრებელ სახლში შეღწევა მოახერხა და 15 წლის გოგონას პირისპირ აღმოჩნდა. ადგილობრივი გაზეთის La Voix du Nord-ის ცნობით, გოგონამ თავის დაღწევა ოთახიდან უსაფრთხოდ შეძლო.

ვეტერინარებმა ის დააძინეს, მაშველებმა კი ის ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში წაიყვანეს. მოგვიანებით პანტერას ზოოპარკში გადაიყვანენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პანტერა ძალიან შეშინებული ჩანდა. ამ დრომდე უცნობია როგორც აღმოჩნდა ის ქალაქში.

 

შავი პანტერა ორი სახეობის ცხოველს შეიძლება აერთიანებდეს, შავ ლეოპარს და იაგუარს. ორივე მათგანი გადაშენების საფრთხის პირას მდგომი სახეობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები