LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა (ვიდეო)

134
tuluza

თავდასხმა ქალაქ ტულუზასთან – ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ოთხი მძევლის აყვანის დროს თავდამსხმელმა ჰაერში ორჯერ ისროლა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოროტმოქმედის მოტივი და მისი მოთხოვნები ჯერ უცნობია.

ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მასთან მოსალაპარაკებლად შუამავლის შესვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ერთ-ერთი მძევლის მოკვლით იმუქრება. ადგილობრივი მედია სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიცია ტერაქტის ვერსიას ჯერჯერობით გამორიცხავს. ისინი მიიჩნევენ, რომ საქმე წარუმატებელ ძარცვასთან აქვთ.

ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად სამართალდამცველები, სპეცრაზმი და მაშველები არიან განლაგებულები. პოლიცია ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები