LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ გუნდში კალაძეს, ღარიბაშვილს და კობახიძეს დისკომფორტი აქვთ – ვოლსკი

78
8989

გუნდში ანტაგონიზმი არასდროს ყოფილა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი აბსოლუტურად შეესაბამება სტანდარტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ კახა კალაძის გუნდს მყარად „ქართული ოცნების” რიგებში ხედავს.

„ქართული ოცნების“ გუნდში ანტაგონიზმი არასდროს ყოფილა. არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ გუნდში დისკომფორტი აქვს კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს. ესეთი რამ არ არსებობა, ვინ უფროსი და ვინ უმცროსია.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესი აბსოლუტურად შეესაბამება სტანდარტს, რაც განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს”. – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები