LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფულის მობილურით ჩანაცვლება უკვე შესაძლებელია

231

“ვითიბი ბანკის” Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა. როგორც ბანკში აცხადებენ, მობილური აპლიკაციის Mobile Pay -ის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა, სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათის პირდაპირ აპლიკაციაში ატვირთვა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო უამრავი დაგროვებითი ან ფასდაკლების ბარათის თან ტარება, მათი Mobile Pay -ში ატვირთვის შემდეგ ბარათის გატარება მხოლოდ ტელეფონით გახდა შესაძლებელი.

პრაქტიკულად Mobile Pay -ის მომხმარებელს შეუძლია საფულე მობილურით ჩაანაცვლოს, ტელეფონის ტერმინალთან მიახლოებით მარტივად გადაიხადოს საბანკო ბარათით, აირჩიოს აპლიკაციაში ჩატვირთული სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათი და გაატაროს ის გადახდისას”, – აცხადებენ ”ვითიბი ბანკში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები