LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო განცხადება სუსში: იგეგმება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას

157
gedsgfes

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დღეს რუსთავის მე-12 პენტინეტციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იგეგმება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას

“მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვთ პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდანაც ჩაყვანა. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისშიც.

ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას. ამ დაწესებულებების ყოველდღიური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. იგეგმება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია.

სიტუაციის მაქსიმალური ესკალეციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიცური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც მასთან შესულ პირებს დირექტივებს აძლევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონის საფუძველზე, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის,”- აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამნსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები