LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის რომ შეიკრიბნენ, იმ დღეს კორონა შვებულებაში იყო?” – დავით უსუფაშვილი მთავრობაზე

92
89764613-211958786838928-4822607696215670784-o

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეზღუდვებთან დაკავშირებით, მთავრობისგან უფრო მკაფიო განმარტებებს მოითხოვს. უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი საგანგებო სესიაზე იკრიბება და აღარ იშლება. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია გაუმკლავდეს იმ სირთულეებს, რაც ვირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში განვითარდა. უსუფაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ხელისუფლება იმისთვის მჭირდება, რომ ამ მძიმე ვითარებაში ქვეყანა გააერთიანოს, აგვიხსნას ის შეზღუდვები, რომელსაც იღებს. კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს დეკრეტი. “ლელო” პირველი პოლიტიკური ძალა  იყო, რომელმაც ეს არაპოპულარული თემა წამოვწიეთ, მაგრამ წამოვწიეთ იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდეს ყველაფერი. კონსტიტუციაში წერია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი საგანგებო სესიაზე იკრიბება და აღარ იშლება, ეს არის მთელი არსი, ანუ ჩვენ სახელმწიფოებრივად უნდა გავუმკლავდეთ კორონასაც, უმუშევრობასაც, იმ საფრთხეებსაც, რომელიც გეოპოლიტიკურ სივრცეში აუცილებლად შეიქმნება,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარისა და ამჟამად “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის გაუგებარია პარლამენტის მუშაობის პრინციპი. დავით უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფომ, ყველა დაქვემდებარებულ უწყებასთან ერთად საგანგებო რეჟიმში უნდა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება.

“საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის რომ შეიკრიბა პარლამენტი, იმ დღეს კორონა შვებულებაში იყო? თუ “აცეპლენიაში” იყო პარლამენტი და არ უშვებდნენ შიგნით. საკომიტეტო მოსმენებს რა უშლის ხელს სოციალური დისტანციის დაცვით? ხვალ ღმერთმა დაგვიფაროს და მტერი მართლა იარაღით რომ დაგვესხას თავს, მაშინ სად უნდა ვიპოვოთ პარლამენტარები? საფრთხე ნაკლები იქნება? პარლამენტი იმიტომ გვინდა, მთავრობა იმიტომ გვინდა, პოლიცია იმიტომ გვინდა, მესაზღვრე იმიტომ გვინდა, საჯარო მოხელე იმიტომ გვინდა, რომ თავისი ფუნქცია საგანგებო რეჟიმში შეასრულოს. სწორედ საგანგებო რეჟიმში, დეკრეტებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები