LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საგანმანათლებლო გზავნილი “მინისტრ” წულუკიანს” – რა ვიდეოთი პასუხობს თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრს

4062
BeFunky-collage (14)

ყოველ დილით ჯანსუღ ჩარკვიანის თითო ლექსი შედევრი ” – საგანმანათლებლო გზავნილი “მინისტრ” წულუკიანს, – ასე ეხმიანება თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრს სოციალურ ქსელში და თეა წულუკიანის საპასუხოდ, მამუკა ჩარკვიანის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში შესრულებულ სიმღერას უზიარებს ინტერნეტმომხმარებლებს.

 

 

ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში საუბრისას დეპუტატ თაკო ჩარკვიანს ჰკითხა, რატომ იმყოფებოდა პარლამენტში მაშინ, როცა ის ბოიკოტის მომხრე იყო.წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის დარბაზში ჩართო თაკო ჩარკვიანის მის მიმართ ნათქვამი ფრაზა, რომელშიც დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ თეა წულუკიანი არის ბუჩქის ძირად ამოსული უკულტურო ია და ქალბატონად არ იწოდება. თეა წულუკიანმა თქვა, რომ თაკო ჩარკვიანს სურს კულტურის მინისტრობა, თუმცა ამას ვერ შეძლებს, სანამ მისი “ბელადი გისოსებს მიღმაა.” თაკო ჩარკვიანმა წულუკიანს მიმართა, რომ შოუს აწყობდა, რაზეც კულტურის მინისტრმა თქვა, რომ შოუც კულუტურის ნაწილია და ის შოუს მინისტრიცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები