LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს

72
Untitled design (2)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები