LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში 18 წლის ბიჭზე ძალადობის ფაქზტე ერთი პირი დააკავეს

147
09d061beb8ce94adbffd0b52d5451fdd

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის ბიჭზე ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს – 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

18 წლის ახალგაზრდა ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები