LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

57
BeFunky-collage (7)

საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცს დაზიანებები კიდურების არეში მიაყენა.

დაშავებული თავდაპირველად საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები