LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო: საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე, საზღვრის დადგენის საკითხი არ განიხილება

67
BeFunky-collage (8)

რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვრის საკითხებზე იქნება უკანონო და არ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ეხმიანება რუსული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში, მათ შორის „საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთი-ოსეთთან“ სპეცწარმომადგენელი დანიშნა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ეს ნაბიჯი შეფასებული იქნება, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობა.

“საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტიაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.”- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისოთ ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები