LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 12%-ით შეგვიმცირდა

78
export-import-57359f8c98c52

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 001.3 მლნ აშშ დოლარი იყო – წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11.9 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ აშშ დოლარი – 11.8 პროცენტით ნაკლები.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები