LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია

146
collage

“ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია,” – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გააკეთა.

ის ამბობს, რომ ბაქოში სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრაზე მათ მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია ამ სამუშაოებთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის სამუშაოები შეჩერებულია.

„ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი” – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

გაგრძელდება თუ არა ე.წ. საინჟინრო სამუშაოები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე – ლაშა დარსალიამ არ იცის.

„ფაქტია, რომ ახლა ეს სამუშაოები არ მიმდინარეობს… შესაბამისად, ასეთი შეკითხვები აზერბაიჯანულ მხარეს უნდა დაუსვათ“- აღნიშნა დარსალიამ

დარსალიას თქმით, ერთობლივი სადელიმიტაციო კომისია ხელმძღვანელობს არა ემოციებით, არამედ ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით, კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტებითა და სამართლებრივი ბაზით.

მინისტრის მოადგილე ადგილზე სამოქალაქო აქტივისტების და სამღვდელოების ჩასვლასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ემოციურმა განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს დღეს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სასულიერო პირებმა ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს, სადაც აზერბაიჯანული მხარე რამდენიმე დღეა, გზის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებს.

გარეჯას მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებს გაეცნო

საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სასულიერო პირები ამბობენ, რომ გზის გაყვანა თითქმის დასრულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები