LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საღლიცინოს არ მოგვაკლებენ” – ირინა სარიშვილი იუთუბერი გახდა [ვიდეო]

505
irina sarishvili

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი youtube-ს ბლოგერი გახდა. “ირინას სამზარეულო” – ასეთი სახელწოდება ექნება ბლოგების სერიას, თემატიკა კი შეუზღუდავი იქნება. გადაცემის მსვლელობისას ის სხვადასხვა თემების განხილვასთან ერთად, კერძებსაც მოამზადებს.

როგორც ირინა სარიშვილი ვიდეოში ამბობს, რამდენიმე გადაცემის შემდეგ სტუმრებსაც მოიწვევს, მათ შორის მაყურებლებიდანაც.

“პირველი რამდენიმე გადაცემა მე ვისაუბრებ და პარალელურად გავაკეთებ რაიმე ძალიან მარტივ საჭმელს. არა ანანასით და ფასკუნჯის ხორცით, რომელიც შეიძლება უცებ მაცივარში არ აღმოგვაჩნდეს, არამედ გუშინ რომ საჭმელი დაგვრჩა და რომ არ გვინდა გაგვიფუჭდეს; დილას რომ გვეჩქარება და სასწრაფოდ რომ რამე გვაქვს გასაკეთებელი – ყველაფერს სწრაფს და იაფს. თუ რომელიმე სტუმარს მოუნდება პეროიანი საჭმლის გაკეთება და ასეთიც მეყოლება, მობრძანდეს გააკეთოს და მე ვისაუბრებ. ეს არ იქნება პრობლემა,” – ამბობს ის ანონსში.

აღსანიშნავია, რომ ირინა სარიშვილს აღნიშნული პროექტი სატელევიზიო არხისთვის ჰქონდა გამზადებული, თუმცა როგორც თავად ამბობს, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოუწია საკუთარი ძალებით გაეკეთებინა გადაცემა. გადაცემები კვირაში ერთხელ ჩაიწერება.

“პლიუსიც აქვს ამ ყველაფერს, რადგან ახლა იუთუბზე მე ვარ ჩიტივით თავისუფალი. არც დროის შეზღუდვა მაქვს არც თემის. თქვენი კომენტარებიდან შედგება ყოველი შემდეგი გადაცემა. ამ ხელისუფლებას ვენაცვალე, საღლიცინოს და საშაყიროს არ მოგვაკლებენ. სერიოზული თემებიც გვექნება. დაახლოებით ისე, როგორც ამას “ფეისბუქზე” ვაკეთებ. ყველა პრობლემა წინა პლანზე იქნება, ოღონდ ისე რომ არ დავძიმდეთ,” – ამბობს ის ბლოგში.

გადაცემა სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები