LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო პანდუსის მშენებლობის გამო, მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალება

67

საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, 8 თებერვალს ღამის 12 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს, მოძრაობა გააგრძელოს მარშალ​ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმართულებით.

ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება,“ – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები