LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან აქვს “ენმ”-ს ვიდეო, თუ თვითონ არ იღებენ ამაში მონაწილეობას? – სოფო კილაძე

89

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირი თავად ამ პარტიის წევრი იყოს.

“ეს ადამიანი დადასტურებულად “ქართული ოცნების” წევრია თუ ვის აძლევს ხმას? არ მინახავს კონკრეტული ვიდეო, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ადამიანი. იქნებ თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია?! მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თუ ვინმემ რამდენჯერმე მისცა ხმა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ასევე ის პირებიც, ვინც ვალდებული იყო, მონიტორინგი გაეწია ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, “ნაციონალურ მოძრაობას” საიდან აქვს ეს ვიდეო, თუ თვითონ არ იღებენ ამაში მონაწილეობას?”,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ორჯერ მიცემულ ხმას, კარუსელს, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას. დეკანოიძემ დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები