LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები ედრიან ბროუდიზე – ამერიკელზე, რომელმაც ევროპა დაიპყრო

648
620x348-1-f0ca27b005f2dafea5c11ce633533600@1491x838-0xc35dbb80-216486751523634637

14 აპრილს ედრიან ბროუდის 47 წელი შეუსრულდა. ,,ოსკაროსანი” მსახიობის ანგარიშზე მრავალფეროვანი როლები და უამრავი პრესტიჟული პრემიაა, რადგან მართალაც არაჩვეულებრივი გარდასახვის უნარი აქვს, რაც არა მხოლოდ ამერიკელ, ევროპელ კინოკრიტიკოსებსაც დიდი ხანია აღაფრთოვანებს.

საინტერესო ფაქტები ედრიან ბროუდიზე:

მშობლების (ფოტორეპორტიორი სილვია პლაჩისა და ისტორიის მასწავლებლის ელიოტ ბროუდის) მხარდაჭერით, ედრიანმა ადრეული ბავშვობიდანვე  მოირგო ილუზიონისტის როლი საბავშვო წვეულებებზე, საკუთარ პროგრამას კი, რომლითაც თანატოლებს ახალისებდა, ,,საოცარი ედრიანი” დაარქვა. უცნაურია, მაგრამ 2014 წელს ბროუდიმ მართლაც განასახიერა ცნობილი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი.

რომან პოლანსკის ,,პიანისტში” საკულტო როლის შესრულებით ბროუდი პირველი ამერიკელი გახდა, ვინც ფრაგული ,,სეზარის” პრემია საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში დაიმსახურა. სხვათაშორის, ვლადისლავ შპილმანის სახის უკეთ მოსარგებად, ბროუდიმ ორ კვირაში 12 კილოგრამი დაიკლო, რადგან დღეში ერთხელ იკვებებოდა, მის რაციონს კი, მხოლოდ 200 გრამი ქათმის ფილე და სალათის ფურცლები შეადგენდა, ესპანელი ტორეადორის როლის შესასრულებლად ფილმში ,,მანოლიტე” კი, რამდენიმე კვირა ესპანურ ენას სწავლობდა.

ფილმის ,,სემის სისხლიანი ზაფხული” გადაღებებზე, ბროუდიმ ცხვირი გაიტეხა, თუმცა უარი თქვა ოპერაციაზე, რადგან ჩათვალა, რომ ასე უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა.

კირა ნაიტლის განცხადებით, რომელიც ბროუდის ტრილერში ,,პიჯაკი” უწევდა პარტნიორობას, ედრიანს იმდენად სერიოზული დამოკიდებულება აქვს მსახიობის პროფესიის მიმართ, რომ მისი ენერგეტიკა, მთელ გადამღებ ჯგუფზე ვრცელდება.

დიდი, ნაღვლიანი თვალების დ საფირმო მზერის წყალობით, ბევრი ბროუდის ალ პაჩინოს ადარებს.

მსახიობის პატივსაცემად, ერთ-ერთმა ასტეროიდმა მისი სახელი შეიძინა.

ბროუდის, ძალიან უყვარს შინაური ცხოველები, თვითონ კი, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი ჰყავს სახელად ჩილო.

ყველაზე საინტრესო სარეკლამო კამპანია მსახიობის მონაწლეობით 2016 წლის H&M-ის საშობაო მინი-ფილმი აღმოჩნდა, რომელიც მისმა ძველმა მეგობარმა უეს ანდერსონმა დადგა.

ბროუდის განცხადებით, ყოველთვის იმ როლებს ირჩევს, რომლებიც ერთგვარ გამოწვევას სთავაზობენ და იმ ფარულ თვისებებს აღვიძებენ მასში, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი იცოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები