LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო მოგზაურობა და არაჩვეულებრივი კულინარია – რჩევები მოგზაურებს

554
sringtravel

გაზაფხული სწორედ ის სეზონია, როცა ყველაზე სასიამოვნოა მოგზაურობა. ასე რომ, მოემზადეთ ახალი ქვეყნების, მათი ტრადიციების და გასტრონომიის შესასწავლად.

მადრიდი – მადრიდში მოგზაურობა აუცილებლად პრადოს ცნობილი მუზეუმის მონახულებით უნდა დაიწყოთ, სადაც ბოსხისა და ველასკესის შედევრების გვერდით მე-20 საუკუნის ფერმწერების – მიროს, პიკასოს და დალის ბრწყინვალე ნამუშევრებია გამოფენილი, ნამდვილ საგარძურად კი, ტისენ-ბორნემისას კოლექცია ითვლება, რომელიც 1993 წელს ესპანეთის მთავრობამ 232 მლნ. დოლარად შეიძინა.

მართალია, Mercado San Miguel ულამაზესი საპროდუქტო მარკეტია, მაგრამ ბოლო დროს ზედმეტად გაუშინაურდნენ ტურისტები, ამიტომ უმჯობესია ყოფილ კინოთეატრში მოწყობილ ბაზარს Platea-ს ან სავაჭრო ცენტრის El Corte Ingles-ს ბოლო სართულზე მოწყობილ დევიდ მუნიოსას ტაპას-ბარს StreetXO ესტუმროთ, სადაც უგემრიელეს კერძებს და კოქტეილს შემოგთავაზებენ.

რომი – მარადიული ქალაქი თავისი მოედნებით და მდიდრული სასახლეებით, ერთი დიდი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, რომელსაც მილიონობით ტურისტი სტუმრობს, ამიტომ თქვენ ნაკლებად ცნობილი ადგილები მოინახულეთ თანამედროვე ხელოვნების ნაციონალური მუზეუმის MAXXI-ის და მოდის მუზეუმის ჩათვლით, რომელთა დათვალიერება უფასოდ შეიძლება.

იტალიაში მოგზაურობისას შეუძლებელია უგემრიელესი კერძების დაგემოვნებაზე უარის თქმა. ასე რომ, თუ პიცა გხიბლავთ პიაცა ნავონასთან ახლოს,  Da Francesco-ს პიცერიას ესტუმრეთ, სპაგეტი ამატრიჩანა მხოლოდ Assaggia-ში მიირთვით, ფლორენციული სტეიკი და ტარტარი კი, Girarrosto Fiorentino-ში დააგემოვნეთ.

ათენი – საბერძნეთის დედაქალაქი ნამდვილი სამოთხეა ანტიკური ხელოვნების მოყვარულთათვის, თუმცა არც თანამედროვე ღირსეშანიშნაობების დავიწყება ღირს, ილიას ლალაუნისის საიველირო მუზეუმის ჩათვლით, სადაც ეკო-სტილის ულამაზესი სამკაულია გამოფენილი.

ათენში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. „ქუჩის გასტრონომია“, ამიტომ დროებით უარი თქვით დიეტაზე და აუცილებლად დაააგემოვნეთ გიროსი და ლუკუმადესი, რომანტიკული ვახშმი მყუდრო რესტორანში Dionysos Zonar’s მოაწყვეთ, კოქტეილები  კი, ბარშიThe Clumsies მიირთვით.

პრაღა – ჩეხეთის დედაქალაქის ძველი რაიონი აუცილებლად ფეხით უნდა შემოიაროთ, რადგან ვიწრო ქუჩებში სეირნობა და უძველესი ხუროთმოძღვრების ნამუშევრებით დატკბობა, მართლაც არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებებს შეგძენეთ, რომელთაც ვერასდროს დაივიწყებთ.

პოპულარული კრენდელების და შემწვარი ღორის ნეკნების შემდეგ, დროა ახალ ჩეხურ სამზარეულოსაც გაუსინჯოთ გემო, რომელსაც სიამოვნებით შემოგთავაზებენ შეფ-მზარეულები La Degustation Boheme Bourgeoise-სა და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში Field.

ბარსელონა – რა თქმა უნდა, ბარსელონა წარმოუდგენელია გაუდის და გოთიკური კვარტალის გარეშე, მაგრამ ქალაქი არც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების სიმცირეს უჩივის, რომელთა ნახვა ევროპის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ჟოან მიროს ფონდში შეიძლება, სადაც კატალონიელი მხატვრის ყველაზე მეტი ნამუშევარია თავმოყრილი.

მართალია, ბოკერიას ცნობილ ბაზარს ყველა იცნობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ბაზრის ტერიტორიაზე მოწყობილ ოჯახურ რესტორნებში შეიძლება ყველაზე გემრიელი ნაციონალური კერძების მირთმევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები