LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკარანტინე სივრცეში 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

170
თელავისსაკარანტინე-1024x768

თელავის საკარანტინე სივრცეში 29 წლის კაცი გარდაიცვალა. ის სასტუმროს პერსონალმა ნახა გარდაცვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები