LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობაზე გამოძიებას ითხოვს

141
crop

სახალხო დამცველი საპატრიარქოში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება და სასულიერო პირების შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს, სასულიერო პირების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდნენ. მისი განმარტებით, სავარაუდო სექსუალური შევიწროება შესაძლოა არასრულწლოვნების მიმართ იყოს ჩადენილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა ჩადენილი იყოს არასრულწლოვანთა მიმართაც.

მინდა განვმარტო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მზად არის

აქვე აღვნიშნავ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირების თხოვნით წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

მსურს საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პოპულალურები