LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს რომ სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა გაიგონ, გამაოგნებელი ფაქტი იქნება: ოხანაშვილი

50
1

“სახალხო დამცველი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს რომ სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა გაიგონ, გამაოგნებელი ფაქტი იქნება,” – სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას – არ მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობა – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება და ამბობს, რომ უფლებების დაცვა ომბუდსმენის უფლება არ არის და უფლებების დაცვაზე კონტროლი მისი ვალდებულებაა.

როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, ნინო ლომჯარიამ უნდა დაასახელოს, რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა პარლამენტის მხრიდან, რომელი პროცესი არ წარიმართა სათანადოდ და ასევე, ჰქონდა თუ არა რაიმე ადგილი ხარვეზებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში:

“ძალიან სამწუხაროა სახალხო დამცველის განცხადება ისეთ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც არის გამჭვირვალე. ვწუხვარ, რომ ქალბატონი ნინო, რომელიც უფლებამოსილი კი არა, ვალდებულია, რომ ჩაერთოს პროცესში და გაუწიოს მონიტორინგი მას, უარს ამბობს ამაზე.

მან უნდა დაასახელოს რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა პარლამენტის მხრიდან, რომელი პროცესი არ წარიმართა სათანადოდ, რაიმე ხარვეზებს ჰქონდა თუ არა ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მაშინ, როცა არ სახელდება არც ერთი ობიექტური გარემოება და ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს რომ სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა გაიგონ, იქნება გამაოგნებელი ფაქტი, როცა ასეთი რამ ფიქსირდება საქართველოში. უფლებების დაცვა ეს არ არის მისი უფლება, უფლებების დაცვაზე კონტროლი არის მისი ვალდებულება.” – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ომბუდსმენი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას იმ დრომდე არ მიიღებს, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები