LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველს შესაძლო კანონდარღვევაზე თავის დროზე უნდა მოემართა, არ იყო საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა იმაზე, რაც რეალურად არ არსებობს – საპატრიარქოს იურისტი

70
edisherqarchavaa

საპატრიარქოს იურისტი აცხადებს, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო კანონდარღვევაზე თავის დროზე უნდა მიემართა.

ედიშერ ქარჩავამ ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ინფორმაცია საპატრიარქოს ამის შესახებ ომბუდსმენისგან არ მიუღია.

„როდესაც საუბარია სხვადასხვა დაწესებულებაზე, თუ არის შესაძლო დარღვევები, ყველამ იცის ჩვენი ორგანიზაცია, მისამართი, უნდა მოგვმართონ ოფიციალურად და შესაბამისი რეაგირება ექნება. როდესაც ჟურნალისტები მეკითხებიან, იქ რაღაც მოხდა, არ მქონდა ინფორმაცია, არ შემოსულა ოფიციალური შეტყობინება. აქედან გამომდინარე, ის რაც საჯაროდ ხდება, ისე ვგებულობთ ჩვენც. როდესაც ამის საჭიროება დადგა, საპატრიარქომ შესაბამისი გადაწყვეტილება მისი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიიღო და ყველა სტრუქტურის, ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოვედით, რათა ადგილზე შეგვესწავლა, გაგვერკვია შესაძლო საკითხები. აქედან გამომდინარე, გამოძიებაც ჩართულია, მაგრამ ჩვენამდე არაფერი ისეთი შეტყობინება არ მოსულა. გამოკითხვებიც მიმდინარეობს, ჩვენც გავიარეთ ეს საკითხები, მაგრამ ერთი შეხედვით, ამ ეტაპზე მე რაიმე განსაკუთრებულ სამართალდარღვევას ან უკანონობას ვერ ვხედავთ.

სტრუქტურებს შორის ურთიერთობა არ ესწავლება არც ომბუდსმენს და არც სხვა სტრუქტურას. როცა სჭირდებათ, ოფიციალურად მომმართავენ, როგორც პირადი კომუნიკაციის საშუალებით, ასევე ოფიციალური წერილობით, ამიტომ თუ რაიმე შესაძლო კანონდარღვევა იყო, თავის დროზე მას უნდა მოემართა და არ იყო საჭირო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა იმაზე, რაც რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები