LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახანძრო-სამაშველო სამსახურს ორი გოგო შეემატა (ფოტო,ვიდეო)

3128
BeFunky-collage (2)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს რიგებს ორი გოგო შეემატა.

ნინო მიქაძე და ლელა გიორგაძე 2019 წლის საზღვაო სეზონზე წყალზე მაშველებად ფოთსა და თბილისში მუშაობდნენ. სეზონური სამსახურის დასრულების შემდეგ გოგონებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარჩენის სურვილი გამოთქვეს და სულ მალე საქმიანობას შეუდგებიან.

ნინომ და ლელამ ფიზიკური მომზადების ნორმატივები უკვე ჩააბარეს და ახლა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. სწავლების დასრულების შემდეგ, ისინი დასავლეთის და აღმოსავლეთის ქბრბ ჯგუფებში გადანაწილდებიან.

გოგონებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და ქბრბ სამმართველოს უფროსი მალხაზ ლაგურაშვილი შეხვდნენ, შესაბამისი ეკიპირება გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/428760018045358/

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია სახანძრო-სამაშველო სამსახურში გოგონების ჩართულობის გაზრდა.

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად საქართველოს წყლებზე გოგო მაშველები გამოჩნდნენ, რომლებმაც თავი არაერთხელ გამოიჩინეს.

უწყების ცნობით, ამ მხრივ სამსახური განვითარებას მომავალშიც განაგრძობს.

პოპულალურები