LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელგანთქმული ფიზიკოსის, გოგი ჩიქოვანის 98 წლის მეუღლე აშშ-ში „მოდერნას“ ვაქცინით აიცრა

1898
marinagvaxaria20

აღიარებული ქართველი ფიზიკოსის, გოგი ჩიქოვანის მეუღლე, რუსუდან ძიძიგური, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ფიზიკას ასწავლიდა და 80 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის 98 წლის გახლავთ.

როგორც მისმა რძალმა, მარინა გვახარიამ fortuna.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ქალბატონი რუსუდანი ერთი თვის წინ „მოდერნას“ ვაქცინით აცრეს და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

მარინა გვახარია თავად ექიმი გახლავთ. ის აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ პალო ალტოს სამედიცინო ფონდის ინ ვიტრო ლაბორატორიის დირექტორი გახლავთ. ქალბატონი მარინა გვიყვება ამ ფაქტის შესახებ:

„98 წლის რუსუდან ძიძიგური აიცრა „მოდერნას“ ვაქცინით. მეორე დოზის შემდეგ ჰქონდა პატარა სიცხე, მკლავის ოდნავ ტკივილი და სისუსტე. „ტაილენოლი“ მივეცით ერთხელ და სულ ეს იყო. საინტერესოა და ვფიქრობ, მკითხველმა უნდა იცოდეს ის, რომ აშშ-ში ვაქცინირებისას, წინასწარ არ ვიცით, რომელი ვაქცინით აგცრიან. რაც იმ დღეს არის შემოსული, იმ ვაქცინით იცრებიან რიგში მდგომები. ვფიქრობ, ეს ვაქცინებისადმი ნდობის გამოვლენაა“.

ნინო მურღულია

რუსუდან ძიძიგური შვილიშვილთან ერთად

რუსუდან ძიძიგური შვილიშვილთან და რძალთან ერთად

მარინა გვახარია

მადლობა კოლეგებს, რომლებიც არ იღლებიან, არც ცერცვი უთავდებათ, არც მარგალიტი და ცდილობენ საღი აზრის პროპაგანდით ხელი შეუწყონ ვაქცინაციას: აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები