LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორმა უმაღლეს საბჭოსთან აქტივისტებზე სავარაუდო ძალადობის გამოძიება დაიწყო

56
1586526407-1586526407123

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.

ინსპექტორი საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდიანრეობს

ამასთანავე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მათ განცხადებით მიმართეს.

აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის კარანტინის გაუქმებისთვის გამართულ აქციას დაპირისპირება მოჰყვა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებიდან 4 პირი დააკავა, დაკავებულებს შორისაა"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, ნიკა ნარსია. 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა მისი სურვილით საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციაზე ექვსი პირი დააკავეს. როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ პოლიციამ მათ ფიზიკურად შეეხო და ძალა გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები