LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსტიტუტები დაბეჩავებულ მდგომარეობაში არიან, განცხადების გაკეთებასაც ვერ ბედავს მთავარი პროკურორი და “პარადი” პარტიას მიჰყავს: ანა ნაცვლიშვილი

63
FORTUNA.GE- (12)

“სრულიად გაშიშვლებული რეალობაა, რომელსაც “ოცნება” გვაჩვენებს, რომ პარტია კარნახობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორ უნდა იქცეოდნენ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებიც იმდენად დაბეჩავებულ მდგომარეობაში არიან, რომ განცხადების გაკეთებასაც ვერ ბედავს მთავარი პროკურორი და პარტიას მიჰყავს “პარადი.” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, იმისათვის, რომ გამოძიება სხვადასხვა სახის ზემოქმედების გარეშე წარიმართოს, აუცილებელია პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ავტორიტეტული აქტორები:

“ჩვენ მოვითხოვეთ და ოფიციალურად მივმართეთ წერილით პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. გამოძიება, რომ უნდა დაიწყოს, ცალსახაა. აქ კანონი არანაირ არჩევანს არ უტოვებს პროკურატურას. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, გამოძიება, რომ წარიმართოს ჩარევის და ზემოქმედების გარეშე, აუცილებელია ჩართული იყოს საერთაშორისო ავტორიტეტული და სანდო აქტორები, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის დროს ვერ დარჩება პრემიერი და ჩუბინიძე, რომლებსაც მექანიზმები აქვთ, რომ გამოძიებაზე მოახდინონ ზეგავლენა.

შესაბამისად, ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და აღარ იკავებდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. იმიტომ კი არა, რომ „ლელოს“ პოზიციაა ასეთი, იმიტომ, რომ კანონი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვს მის გადადგომას. შესაბამისად, ღარიბაშვილი ვერც მოლაპარაკებებში ვეღარ უნდა იყოს ჩართული. ეს არის ის, რასაც ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ.” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს “ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პარტია “ლელოს” წევრებმა გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს.

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები