LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აგროკრედიტები 0%-დან გაიცემა

126
vtb-logo-1

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა. ვითიბი ბანკი პირველი დღიდან ჩართულია და უკვე 7 წელია აქტიურად თანამშრომლობს  შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამასთან. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სესხის აღება შესაძლებელია საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად.

შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისათვის შესაძლებელია ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა; შრომითი რესურსების და ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის; ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი საშუალებ(ებ)ის რემონტი.

ამასთან ერთდ, შეღავათიანი აგროკრედიტით ძირითადი საშუალებებისათვის ფინანსდება ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება. პროდუქტი განკუთვნილია გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისათვის, მრავალწლოვანი ნარგავების გაშენებისათვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად და სხვა.

სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, სესხის მოცულობა საბრუნავი საშუალებებისთვის შეადგენს 5000 – 100 000 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებებისათვის 7 000 – 5 000 000 ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები