LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც, მოიქცა როგორც ოჯახი: თალაკვაძე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდაზე

71
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა და პასუხობს ბავშვების უფლებათა კოდექსის მიზნებს.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება: ირაკლი ღარიბაშვილი

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და „სახელმწიფო ამ შემთხვევაში მოიქცა როგორც ოჯახი“.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურია და პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნებს პასუხობს: ბავშვებისთვის, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ცხოვრობენ, დაფინანსება კიდევ 100 პროცენტით გაიზარდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები პირველი ივლისიდან თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებენ.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პანდემიის კონტექსტშიც, როდესაც გასული წლის განმავლობაში არაერთი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა – ამ ოჯახებისთვის მთავარი საზრუნავი უპირველესად ბავშვების კეთილდღეობა იყო. სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც, მოიქცა როგორც ოჯახი. ნებისმიერ ევროპულ ოჯახში სოლიდარობა ბავშვებისა და ხანდაზმულების მიმართ ყველაზე მაღალია.

ამასობაში, ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ლარის სტაბილიზაცია ქვეყანას განვითარების მთავარ გზაზე აბრუნებს“, – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები