LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ ბოშა ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება უნდა შესთავაზოს – ნინო ლომჯარია

681
bosha-bavsvebi

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფომ ბოშა ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება უნდა შესთავაზოს.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი უახლოეს მომავალსი, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშს წარადგენს, სადაც ნათქვამია, რომ ბოშები ნორმალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ინტეგრირდებიან.

მისივე თქმით, ძალიან მცირეა იმ ბოშა ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საჯარო სკოლებში დადიან.

„ძალიან მალე პარლამენტში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიშს წარვადგენთ. ამ ანგარიშში ჩვენ ბოშათა და ბოშა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნორმალურ ცხოვრებაში ბოშათა ინტეგრაციის პროცესი ძალიან დაბალია.

რაც უფრო მაღალ კლასში გადადიან ბოშა ბავშვები, უფრო მეტად და მკვეთრად მცირდება მათი დასწრების მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, ვინც საჯარო სკოლებში ირიცხებიან, მაღალ კლასებში სკოლას მთლიანად ტოვებენ და სავარაუდოდ თავს ქუჩაში ცხოვრებით ირჩენენ,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ბოშა ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია. ომბუდსმენი გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით, სახელმწიფოს ძალიან სუსტი პოლიტიკა შეიცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები