LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ მილიარდი ლარის ინვესტიცია ბადრი და მამუკას ორ მილიონ ლარზე გაცვალა – ხაზარაძე

101
43615001-464356487305584-3199526210593882112-o

თბილისის საქალაქო სასამართლოში “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.

როგორც პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის განცხადებამ ქართულ ეკონომიკას დააკარგია მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბირჟაზე დაუგდო ღირებულება.

ერთი მილიონი ხაზარაძე, ერთი მილიონი ჯაფარიძე - პროკურატურამ გირაო მოითხოვა

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაა მითითებული პროკურატურის შუამდგომლობაში.

“ჩვენ გამოვცხადდით სასამართლოში როგორც მოგვმართეს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით “თიბისი ბანკს” და ანაკლიას. 5-წუთიანი დოკუმენტისა და მასალის გადმოსაცემად ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისეთაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია. დააკარგვინა მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს დაუგდო ღირებულება მილიარდი ლარის ოდენობით. ეს არის დღევანდელი მთავრობისა და პოლიტიკის შედეგი, როცა მილაირდი ლარის ინვესტიციას ბადრი და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან, აღარ ვსაუბრობ რეპუტაციასა და ნდობაზე”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები