LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახის“ „ახლა შენი დროა“-ს ახალი ვერსია Young Mic-ისა და რეზი ქარცივაძისგან (ვიდეო)

4923
young-mic

ჯგუფ „სახის“ სიმღერები, მართალია, წლების წინ დაიწერა, თუმცა აქტუალობას ახალი თაობისთვისაც არ კარგავს და შესაბამისად, მისი არაერთი ვერსია მოვისმინეთ.

კიდევ ერთი, ამჯერად „დიდხანს გელოდის“ თემაზე, რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა (Young Mic) და მომღერალმა რეზი ქარცივაძემ შემოგვთავაზეს.

კლიპი ინტერნეტში 24 ივლისს განთავსდა.

ვიდეოს რეჟისორი მიშკა მგალობლიშვილია, კლიპი CHCHX Production-ის დახმარებითაა გადაღებული.

ცნობილი კომპოზიციის ახალი ვერსიის ავტორი ლევან ჩიჩუაა, რომელსაც TL-ის სახელით ვიცნობთ. ის ამჟამად კიევში მუშაობს, ივან დორნის საპროდიუსერო კომპანიისთვის.

სიმღერის ახალი ვერსია დაასათაურეს, როგორც „ახლა შენი დროა“.

ვიდეოში მონაწილეობენ:

ანი ჯავახი, რუსკა ქარქაშაძე, ანი ლოლაძე, ნუცა გილიგაშვილი, ლიზა ყენია და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები