LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი ბავშვობის ოცნებებიდან – სვანური ქოხი, რომელიც ბრუნავს (ვიდეორგოლი)

2574
collage

ალბათ ბავშვობაში ყველას გვიოცნებია გვქონოდა პატარა ქოხი ხეზე, ან გვეცხოვრა სახლში, რომელიც ბრუნავს. ერთი შეხედვით ცოტა არარეალური ოცნება, რეალობად შეგიძლიათ სვანეთში აქციოთ.

საოჯახო ტიპის სასტუმრომ „ჰეშკილის ქოხები“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინოვაციური ქოხის ვიდეო გაავრცელა. ჰეშკილის ახალი ქოხი, სიყვარულივით „ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“.

აღსანიშნავია, რომ „ჰეშკილის ქოხებმა“ ახალი, ბრუნვადი ქოხი საიმიჯოდ საკუთარ საოჯახო ტიპის სასტუმროს ცოტა ხნის წინ დაამატა. ქოხი, სტუმრების სურვილის შემთხვევაში, უკვე მზად არის მათ განსათავსებლად.

ცნობისთვის, „ჰეშკილის ქოხები“ მდებარეობს სვანეთში, სოფ.ჰეშკილში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე,მესტიიდან 6.5 კმში. ჰეშკილის ქოხებიდან იშლება 2 ულამაზესი ხედი, ლაილას ქედისა დ აუშბის მწვევალის. ტურისტული სეზონი კი აქ მაისში იხსნება. ამჟამად სასტუმრო მოიცავს 10 ქოხს და სულ 37 ადამიანს შეუძია განთავსება. აღსანიშნავია, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროს გაფართოების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს და „ჰეშკილის ქოხები“ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის გახარებას გეგმავს.

რაც შეეხება თავად სოფელ ჰეშკილს, ის სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რომელიც დღეს უკვე წარმატებულად პოზიციონირებს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ „ჰეშკილის ქოხებს” მიუძღვის. საოჯახო ტიპის სასტუმრო ახერხებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების გულის დაპყრობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები