LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი ზღვის სანაპიროზე: საუკეთესო ქვეყნები მიგრანტებისთვის

221
slndnwswss

თანამედროვე სამყაროში მიგრაცია ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, რადგან უმეტესობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სამშობლოში დარჩენა და ნაკლებად სახარბიელო პირობებს მორგება.  გთავაზობთ რამდენიმე საკურორტო ქალაქს, სადაც ხელსაყრელი პირობებით შეიძლება ზღვასთან ახლოს ბინის შეძენა.

მონტენეგრო – ადრიატიკის ზღვით, სასიამოვნო კლიმატით და შედარებით იაფი ფასებით მონტენეგრო არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ მიგრანტებსაც მრავლად იზიდავს. თუმცა, კარგი სამსახურის და ბიზნესის დაწყების იმედი ნუ გექნებათ, რადგან ქვეყანაში, სადაც მაღალი უმუშევრობის დონეა, მხოლოდ ტურიზმის სფეროში ან დისტანციურად თუ შეძლებთ მუშაობას.

ესპანეთი – ემიგრანტთა სიმრავლის გათვალისწინებით, რომლებიც დაბალი ფასის ფონზე ცხოვრების შედარებით მაღალ დონეს უსვამენ ხაზს, ესპანეთი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა მიგრაციისთვის, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის მიღება მხოლოდ პორტუგალიელებს, ფილიპინელებს და ანდორელებს, ლათინური ამერიკიდან და ეკვატორული გვინეიდან ემიგრირებულებს შეუძლიათ, სხვას კი, ვისაც ესპანელობა სურს, მშობლიური ქვეყნის პასპორტზე მოუწევს უარის თქმა.

საბერძნეთი – მიგრანტების რჩეულ ქვეყნად ითვლება საბერძნეთიც, სადაც უმუშევრობის მაღალი დონის და რთული ბიუროკრატიის, ბერძენთა არაპუნქტუალობის და ზანტი ცხოვრების წესის მიუხედავად, უცხოელებისთვის მაინც საოცრად კომფორტული პირობებია შექმნილი.

ტაილანდი – მართალია, ტროპიკული ეგზოტიკის წყალობით ტაილანდი ნამდვილ სამოთხედ ითვლება მიგრანტებისთვის, მაგრამ ნაკლებად იზიარებენ მსგავს ოპტიმიზმს ადგილობრივი კანონმდებლები, რადგან ტაილანდში ძალიან რთულია საკუთარი საქმის დაწყება, მით უფრო საწარმოს გახსნა, რომელსაც კანონის თანახმად სულ მცირე სამი დამფუძნებელი სჭირდება, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად ტაილანდელი უნდა იყოს აქციების 51 %-ით.

ბულგარეთი – რა თქმა უნდა, ბულგარეთი დიდხანს ვერ მოხვდება ევროპის უმდიდრესი ქვეყნების ნუსხაში, თუმცა სანაპიროზე მოკრძალებული სახლის შეძენა მაინც ძალიან მომგებიანია, თუმცა ნუ გექნებათ დასაქმების იმედი, რადგან ბულგარეთში ნაკლებად სჯერათ უცხოური დიპლომის, ადგილობრივი კომპანიები კი, საკმაოდ დაბალ ჰონორარს სთავაზობენ სამუშაოს მაძიებლებს.

თურქეთი – სასიამოვნო კლიმატსა და არაჩვეულებრივ გარემოსთან ერთად, თურქეთი ცხოვრებასაც საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს იმ ემიგრანტებს, ვისაც ადგილობრივთა თავისებურებებთან შეგუება არ გაუჭირდებათ, მით უფრო, რომ კანონებიც საკმაოდ მკაცრია, მაღალანაზრაურებადი სამუშაოს მოძიება კი, პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები