LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში გამოკეტილმა დედამ შვილებს დილა, საუზმე და კვერცხები გაულამაზა (ფოტო)

1127
BeFunky-collage (3)

კორონავირუსმა ოჯახების ყოველდღიურობა შეცვალა. რთული პერიოდი გლობალურად თითქმის ყველას, მაგრამ განსაკუთრებით მშობელს დაუდგა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება იძულებითი არდადეგები.

ყველაზე რთული, ალბათ, იმ მშობლისთვისაა, ვისაც სხვადასხვა ასაკის რამდენიმე შვილი ჰყავს, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ.

როგორც ჩანს, დროის ნაყოფიერად ათვისებისთვის გამოსავალი იძულებითი თვითიზოლაციის დროსაც მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ რეალობასთან შეგუება და ადაპტაცია ნებისმიერი მშობლისთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს, იაპონელმა დედამ განსატვირთად საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართა.

ეტონმა საკუთარ სამ მცირეწლოვან ბავშვს დილის მენიუ კრეატიული სერვირებით შესთავაზა.

კერძებს მულტფილმების პერსონაჟების სახე მისცა.

 

 

მართალია, ჩვეულებრივი ერბოკვერცხით დღეს ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ ასე მომზადებული საუზმით ბავშვებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ.