LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ…”- ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს

2153
BeFunky-collage

15 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 170 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, საიდანაც 124 აჭარას უკავშირდება. ბათუმის გარდა წითელი წერტილებია: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა და ცაგერი. რაც შეეხება სექტემბრის კორონავირუსის თავისებურებებს, უმეტესი შემთხვევები შედარებით მსუბუქი სიმპტომებით, ან საერთოდ უსიმპტომოა. სპეციალისტების შეფასებით, ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან ინფექციის მართვა შედარებით ადვილია, თუმცა გავრცელების რისკი უფრო იზრდება.

მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს თქვა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა და შესაძლოა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მკურნალობაზე ვიფიქროთ

ხელახლა დაწესებულმა გარკვეულმა შეზღუდვებმა ღონისძიებების ორგანიზებისა და სხვა დარგში დასაქმებულებში პროტესტი გააჩინა. მათ გამკაცრებული რეგულაციები უბრალოდ სხვა არჩვეანს არ უტოვებს.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულ პროტესტს დღეს გადაცემა “რეაქციაში” განიხილავდნენ.

სტუმრებს შორის იყო ზურა ხაჩიძე, რომელიც საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე და ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა მივეჩვიოთ ამ პანდემიასთან ერთად ცხოვრებას. არავინ არ ამბობს, რომ უნდა დავიკეტოთ, უბრალოდ უნდა მივეჩვიოთ ცხოვრებას ყველა იმ რეგულაციებით, რაც დაწესებულია.

ადამიანები პირბადეს არ იკეთებენ, დისტანციას არ იცავენ და ხელისუფლებას მოსთხოვო არ შეიძლება. საზოგადოებაც ხომ არის ამაში დამნაშავე.

ძალიან ბევრი დახმარება გაწია მთავრობამ. 200 ლარიანი, ასევე ბევრმა უმუშევარმა დაკარგა სამსახური და 600 ლარი ჩაურიცხეს.

რაც შეეხება სკოლის დაწყებას, მეც ძალიან მტკივა გული, ანასტაციამ წელს ჩააბარა კერძო სასწავლებელში, თანხა გადავიხადეთ, მაგრამ… ის რაც მოხდა ბათუმში იყო საზოგადოების მხრიდან რეგულაციების არასწორად დაცვის შედეგი”- აღნიშნა ზურა ხაჩიძემ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები