LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება

24706
SWAVLA

ეპიდოლოგიური ვითარების მიუხედავად საქართველოში სწავლის დაწყების თარიღი და ფორმა არ იცვლება. მთავრობის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა.

თუმცა გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს.

როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს საერთაშორისო რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება.

რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები