LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე ბანკებთან შეთანხმება მიღწეულია

1363704151_salarynegotiationstrategies

ინტერესი გამოხატულია ბანკების მხრიდან, შეთანხმება მიღწეულია თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბანკთან. სქემა პირველი აპრილიდან უკვე ოფიციალურად ამოქმედდება, – ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართელოში“-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი მიზანი იქნება დაეხმაროს მეწარმეებს, რომლებსაც უჭირთ პირადი უზრუნველყოფით სესხის აღება. სახელმწიფო დაეხმარება მათ სესხის უზრუნველყოფაში, რათა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსება.

შეგახსენებთ, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, 1-ელი აპრილიდან, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. სქემის ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები