LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ კარანტინი დასრულდა, მგზავრები გემს ტოვებენ

235
366705481e784440b827ef7fb2fcf229-18

საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ კარანტინი დასრულდა, მგზავრები კი გემს ნელნელა ტოვებენ. როგორც “aljazeera” იუწყება, დღეს ლაინერს 500 ადამიანი დატოვებს. საკრუიზო ხომალდზე კიდევ 2000 ადამიანი დარჩება.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაინერზე მყოფი პირები, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური შედეგები ექნებათ და ვირუსის სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ, ლაინერს დატოვებენ.

შეგახსენებთ, იაპონიაში, იოკოჰამას პორტში საკრუიზო ლაინერი ორ კვირაზე მეტხანს იყო გაჩერებული. ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც ვირუსი ბორტზე გავრცელდა. მას შემდეგ კორონავირუსი ბორტზე მყოფ 500-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

საკრუიზო ლაინერზე, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 355-მდე გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები