LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საკუთარ ცოლში მამაკაცს ერთგულება უყვარს, სხვის ცოლში კი – გამბედაობა უღალატოს მეუღლეს” – მეი უესტი ყველაზე ცნობილი გამონათქვამები

5719
მეი უესტი

ჰოლივუდის ,,ოქროს ხანის” ვარსკვლავმა არა იმდენად კინოროლებით, რამდენადაც ეპატაჟურობით და ზნეობრივი ნორმების სრული უგულველყოფით გაითქვა სახელი და ერთგვარი გადატრიალება მოახდინა ამერიკულ პურიტანულ საზოგადოებაში.

fortuna.ge გთავაზობთ პმეი უესტის ცნობილ გამონათქვამებს:

სექსი – გრძნობაა მოძრაობაში.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენი კაცი იყო ჩემს ცხოვრებაში, მთავარია – რამდენი სიცოცხლე იყო ჩემს მამაკაცებში.

უკეთესია დაჟინებით გათვალიეროს, ვიდრე გიყუროს და საერთოდ ვერ დაგინახოს.

მამაკაცს აინტერესებს ქალი წარსულით, რადგან ყოველთვის აქვს იმედი, რომ წარსული განმეორდება.

უკეთესია ერთი მამაკაცი სახლში, ვიდრე ორი ქუჩაში.

არავინ მყვარებია ისე, როგორც საკუთარი თავი.

როცა კარგი ვარ – კარგი ვარ, როცა ცუდი ვარ – კიდევ უკეთესი.

ცოტა მეტი სიყვარული, ცოტა ნაკლები სიძულვილი და სამყარო მოწესრიგდება.

ორი ბოროტებიდან ყოველთვის იმას ავირჩევ, რომელიც მანამდე არ მომისინჯავს.

მუდმივად ინტელექტუალური წინააღმდეგობა გვაქვს. მე ინტელექტუალი ვარ, ის სულ მეწინააღმდეგება.

საკუთარ ცოლში მამაკაცს ერთგულება უყვარს, სხვის ცოლში კი – გამბედაობა უღალატოს მეუღლეს.

ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაახალგაზრდავება, მთავარია მამაკაცი იყოს გვერდით, ვისთვისაც ღირს იყო ახალგაზრდა.