LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Salio სინგაპურში გამართავს კონცერტს

451
salio...

20 მარტს, სინგაპურში, ღონისძიებაზე სახელწოდებით Chess and Jazz (ჭადრაკი და ჯაზი) ქართული ჯგუფი გამოვა. Salio სალომე კორკოტაშვილის, ბექა ჯაფარიძის, პაპუნა ჟამიერაშვილის, ზიკო ნაზღაიძისა და სანდრო სულაქველიძის შემადგენლობით ჯგუფის სიმღერებს შეასრულებენ.

მცირე ხნის წინ მათ ასევე ჰქონდათ კონცერტს ესპანეთში, კერძოდ, მადრიდში. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი ემიგრანტები, ასევე უცხოელი მსმენელიც.

https://www.facebook.com/SalioOfficial/videos/788428098207790/?v=788428098207790

 

Salio ახალ ალბომზე მუშაობს. რამდენიმე სიმღერა უკვე მზად არის. ერთ-ერთი მათგანის ამონარიდი სალომე კორკოტაშვილმა სოციალურ ქსელშიც გააზიარა. როგორც სალომემ გვითხრა, „ჩვენს ალბომს უამრავი ადამიანი ელოდება, ასე რომ, მათ ვპირდებით, რომ მალე დავდებთ ახალ სიმღერებს ვიდეოსთან ერთად!..“

ჯგუფს დაგეგმილი აქვს კონცერტები ევროპაში, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში გაიმართება, სექტემბერში კი იაპონიაში გაემგზავრებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები