LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „არიან ადამიანები, რომლებიც ფუჭდებიან ფულით და ადამიანები, რომლებიც, პირიქით, ბევრ საქმეს აკეთებენ… ბიძინა ივანიშვილი ამისი კარგი მაგალითია…“

118
სალომე გოგიაშვილი

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი მაყურებელს სიახლეს ჰპირდება. როგორც ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ამბობს, მალე მისი გადაცემა გამოჩნდება ეთერში, ოღონდ რომელ არხზე, ჯერჯერობით არ ამხელს.

სალომე ასევე პასუხობს „გზის“ ჟურნალისტის შემდეგ კითხვას ცხოვრების მიზნის შესახებ:

„იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია – ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი“ (პლატონი).

სალომე გოგიაშვილი:

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რეალობაში ცოტა რთულია. ჩემთვის აუცილებელია ფული (იცინის), ბევრი ფული. რომ ამბობენ, ფულით ვერაფერს იყიდიო, რა სისულელეა, ყველაფერს იყიდი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, უფრო მეტად გააკონტროლებ და მშვიდადაც იქნები, რაკი შენ გარშემო სხვებიც ბედნიერები იქნებიან და შეძლებ მათ დახმარებას.

არიან ადამიანები, რომლებიც ფუჭდებიან ფულით და არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, ბევრ საქმეს აკეთებენ… ვიცი, ამასაც პოლიტიკურ სარჩულს მიაკერებენ ახლა და იტყვიან, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობსო, თუმცა ის ნამდვილად კარგი მაგალითია, რადგან მაშინაც კი ეხმარებოდა ხალხს, როცა მისი სახელი და გვარიც არავინ იცოდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები