LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „მაგრად ფეხზე მკიდია, ბავშვი სკოლაში წავა თუ არა და როდის გაივლის დედაენას, 1-ელ ოქტომბერს თუ 1-ელ ნოემბერს…“

653
salomegogiashvili20916

სალომე გოგიაშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემას სტუმრობდა. მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზება, არც მიტინგის და არც აქციის დროა და იმის მაგივრად, რომ იმაზე ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია, რაც აჭარაში წასვლით შეიქმნა, ხალხი მაინც აქციებზე ფიქრობს.

სალომე გოგიაშვილი:

„როგორც მშობელს, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შვილი სკოლაში გავუშვა, რადგან არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. ვზივარ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება, ჩემს შვილს ისეთი გარემო შევუქმნა, რომ არ შეჩერდეს მისის წავლა-განათლება და თან, მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. არც ერთი წუთით არ ვფიქრობ, რომ გავიდე აქციაზე ბავშვებით, დავიწყო კივილი, წივილი და ამაში გავიყვანო დრო, კიდევ უფრო გავაღვივო ინფიცირების არეალი. ყველა ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რა გადაგვარჩენს. თუ ხელისუფლება გვერდში არ დაგვიდგება, არ დაგვეხმარება, მერე მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა აქციაზე და გააპროტესტებს ამ უყურადღებობას“.

ხატია სიჭინავას კითხვაზე, თუკი ვერ მოხერხდა სწავლის პირველ ოქტომბერს დაწყება და გადაიდო პირველ ნოემბრამდე, რას აპირებს, სალომე გოგიაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩემი შვილის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრად ფეხზე მკიდია ამ ეტაპზე, ახლა სკოლაში წავა თუ არა და როდის გაივლის დედაენას, 1-ელ ოქტომბერს თუ 1-ელ ნომბერს. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა შვილმა არ მიიღოს პრეპარატი, რომელიც არ ვიცი, მერე რაზე იმოქმედებს და არ მოიტანოს ვირუსი დედაჩემთან, რომელიც რისკჯგუფშია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები