LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „მზეზე ზედმეტი წოლისგან თვალიც დამსიებია და წყლულებიც გამჩენია…“

742
salomegogiashvilinews

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ გარუჯვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სანაპიროზე გასვლის არანაირ წესს არ იცავს.

სალომე გოგიაშვილი:

„რა თქმა უნდა,  მივმართავ სოლარიუმს, ავტორუჯს და ყველანაირ ხერხს, რაც ჩემს კანს სხვა შეფერილობას მისცემს. ბევრი ამბობს, სოლარიუმი საშიშიაო, თუმცა სწორი წესითა და დოზით მიღებული რუჯი უსაფრთხოა. სხვათა შორის, არასდროს ვიცავ ზღვის სანაპიროზე გასვლის წესებს. მზეზე ზედმეტი წოლისგან თვალიც დამსიებია და წყლულებიც გამჩენია, მაგრამ საავადმყოფოში არ მოვხვედრილვარ. ეტყობა, ბევრი რუჯისგან ჩემი კანი აღარ გამოყოფს მელატონინს, ამიტომ რთულად ვირუჯები და დილის მზე რუჯის მისაღებად ჩემთვის არ არის ეფექტური. თან, როცა ვირუჯები, არანაირ საცხსა და ზეთს არ ვისვამ, რადგან ეგრევე კანი მძვრება და მზეზე საათობით წოლა წყალში მეყრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები